11.02.2023
ქარგეს Youtube არხი - ქარგვის ვიდეო ინსტრუქციები
ქარგვის მსურველებს, სურვილის ასრულებაში უკვე ქარგეს მინი ვიდეო ინსტრუქციებიც დაეხმარება.
ქარგეს თითოეულ ნაკრებში მომხმარებელს აუცილებლად დახვდება როგორც უშუალოდ ქარგვის, ასევე ქარგვის შემდგომი ინსტრუქცია, როგორც წერილობითი ასევე გრაფიკული გამომსახველობით. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც პროცესის უკეთ აღქმისთვის, სჭირდებათ საკუთარი თვალით დაინახონ იგი. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა ქარგეს Youtube არხი, სადაც განთავსებული ვიდეოები დამწყებ მქარგველებს ისეთ შეკითხვებზე გასცემს პასუხს როგორიცაა:
- როგორ გამოვაცალკევოთ ძაფი მარტივად და გავატაროთ ნემსში სწორად?
- როგორ დავამაგროთ ძაფი კანვაზე კვანძის გარეშე?
- რომელი ფერის ძაფით დავიწყოთ ქარგვა?
- რას ნიშნავს ჭკვიანური ქარგვა?
- და სხვა
ვიდეოები დროდადრო აუცილებლად დაემატება, რათა ადამიანები, რომელთაც მთელი გულით უნდათ ქარგვა კიდევ უფრო მეტ საკითხზე იყვნენ ინფორმირებულნი და შეძლონ მაქსიმალურად სუფთა, ლამაზი ნამუშევრის შექმნა.
გამოიწერეთ ქარგეს Youtube არხი და ქარგეთ!