wishlist16

წესები და პირობები

1. შეთანხმების საგანი

1.1 წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს www.qarge.ge-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ქარგე“) ვებ გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს. აღნიშნული ვებ გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით დოკუმენტს და ეთანხმებით მას.

2. პროდუქცია

2.1 ვებ გვერდზე განთავსებული სურათები აღწერასთან ერთად, ასახავს თითოეული კონკრეტული დიზაინის შემადგენლობას სრულად.

2.2 დიზაინების მიხედვით ქარგეს შეფუთვის (ყუთის) შიდა თუ გარე ფერი, ისევე როგორც ჩარჩოს ფორმა/ზომა/ფერი განსხვავებულია და ნაჩვენები/მითითებულია თითოეული პროდუქტის მიხედვით.

2.3 ჩარჩოს ზომა შესაძლოა მილიმეტრებით განსხვავდებოდეს მითითებული ზომებისგან.

2.4 მომხმარებელთან შეთანხმებით, შესაძლოა ვებ-გვერდზე მითითებულისაგან განსხვავებული ჩარჩოთი დაკომპლექტდეს საქარგი ნაკრები.

3. შეძენა/ყიდვა

3.1 პროდუქციის შესაძენად აუცილებელია შეკვეთის შესაბამის ველებში მომხმარებელმა მიუთითოს სრული და ვალიდური ინფორმაცია.

3.2 მომხმარებელი წარმოადგენს და გარანტიას იძლევა, რომ: მას აქვს იურიდიული უფლება გამოიყენოს ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

3.3 გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. ინფორმაციის მოწოდებით, მომხმარებელი გვაძლევს უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

3.4 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ მომხმარებლის შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები მომხმარებლის შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

3.5 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ მომხმარებლის შეკვეთა, თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

4. დაბრუნების პოლიტიკა

4.1 გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ან/და ნივთის შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, ასევე თუ შეძენილი პროდუქტი აღმოჩნდა დაზიანებული ტრანსპორტირების დროს.

4.2 მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის შეცვლა ან მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება ნივთის ჩაბარებიდან 3 დღის განმავლობაში.

4.3 თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველის საბანკო ანგარიშზე. ვებ გვერდზე ბარათით გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

5. მიწოდება

5.1 მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

5.2 მიწოდების ვადები და ღირებულება განსხვავდება ადგილმდებარეობის მიხედვით.

5.3 დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია ბმულზე „მიწოდება“.

6. ანგარიშები

6.1 მომხმარებელი ქარგეს ვებ-გვერდზე ანგარიშის შექმნით ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და მოქმედია.

6.2 არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

6.3 მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებლობას იღებს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე.

6.4 მომხმარებლის ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის ან სხვის მიერ უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელმა თავად უნდა აცნობოს ქარგეს ინფორმაცია ამის შესახებ.

6.5 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ. რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

7. სიახლეების გამოწერა

7.1 სიახლეების გამოწერის გრაფაში მომხმარებელი მეილის მითითებით ადასტურებს, რომ სურს მიიღოს ინფორმაცია ჩვენი სიახლეების შესახებ ელ. ფოსტის საშუალებით.

7.2 სიახლეების გამოწერის გასაუქმებლად, მომხმარებელმა აუცილებელია მოგვწეროს ჩვენს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე (qarge.xxx@gmail.com) რათა მათი ელ. ფოსტა ამოღებულ იქნას ბაზიდან.

8. კონფიდენციალურობა

8.1 ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას მარკეტინგული მიზნებისთვის.

8.2 პროდუქტის შეძენისას, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო მონაცემებზე (იგულისხმება ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი და CVV) წვდომა აქვს მხოლოდ მომსახურე ბანკს (საქართველოს ბანკს), შესაბამისად ქარგეს მიერ არ ხდება აღნიშნული ინფორმაციის შენახვა.

8.3 დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია ბმულზე „კონფინდენციალურობა“.

 

კონტაქტი
to-top