wishlist0
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ქარგე პირველი ქართული საქარგი ნაკრებია, რომელშიც დაგხვდება ყველაფერი სრულყოფილი ნაქარგის შესაქმნელად. 

ბრენდი 2022 წლის მიწურულს გამოჩნდა ბაზარზე და თავდაპირველად მხოლოდ კანვაზე ქარგვის მიმართულების ნაკრებებს სთავაზობდა მომხმარებელს. 2025 წლის ბოლოს კი საქარგ ნაკრებებს დაემატა ეგრედწოდებული „ხეზე ქარგვის“ მიმართულება. ტრადიციული, კანვაზე ქარგვისაგან განსხვავებით დასვრეტილ ფიგურებზე ქარგვა ბევრად მარტივია და საბოლოო ჯამში ფუნქციონალური პროდუქტი - ჭიქის დასადები მიიღება.

თუკი კანვაზე ქარგვის რეკომენდებული ასაკი 10+ წელია, ხეზე ქარგვის შემთხვევაში ასაკმა 6+მდე დაიწია, თუმცა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ზრდასრულებში ისევ და ისევ მისი ფუნქციონალურობიდან გამომდინარე.

ჩვენი მისიაა დაგარწმუნოთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ქარგვა. გარდა განტვირთვის საშუალებისა, ქარგვა კარგია მოტორული უნარების გასაუმჯობესებლად და ასევე აქვს გონების განმავითარებელი ფუნქციაც, რაც გამოიხატება ქარგვის "ჭკვიანური გზების" მოძებნაში. დიდი ნაქარგებისგან განსხვავებით, ქარგეს თითოეული ნაქარგის შექმნა შესაძლებელია მოკლე ვადაში (ერთი ან რამოდენიმე დღე), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილებაა დამწყებთათვის. ქარგე საუკეთესო საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მეგობრებისა თუ ძვირფასი ადამიანებისთვის როგორც მოსაქარგი, ასევე შენი ხელით მოქარგული სახით.

ქარგე და დაამშვენე სივრცე საკუთარი ნაქარგით!

კონტაქტი
to-top