




საქარგი ნაკრები_მანქანა
კანვაზე ქარგვასაქარგი ნაკრების შემადგენლობა : სქემა, ინსტრუქცია, კანვა, ძაფები, საქარგი ნემსი, ჩარჩო, საკიდი, კატალოგი, სტიკერები
ნაქარგის ზომა : 10x15 უჯრა
ჩარჩოს ზომა : 8.5x8.5 სმ
შეფუთვა : 16x13x4 სმ
ჩარჩოს ფერი : ყვითელი
შეფუთვის ფერი (შიდა) : ლურჯი
საქარგ ნაკრებში მოთავსებულია ყველაფერი სრულყოფილი ნაქარგის შესაქმნელად - კონკრეტული დიზაინის სქემა, ინსტრუქცია, კანვა, ძაფები, საქარგი ნემსი, ჩარჩო და ჩარჩოს საკიდი, ასევე ქარგეს კატალოგი და სტიკერები. კანვა, მისი მყარი ფაქტურიდან გამომდინარე, არ საჭიროებს დამატებით გადასაჭიმ რგოლს. ამასთანავე, კანვაზე ზუსტად არის მონიშნული სქემის იდენტური ადგილი - არეალი, სადაც უნდა მოიქარგოს ნაქარგი. იმისათვის, რომ 10x10 უჯრიანი დახაზული ბადე ზუსტად იმეორებდეს სქემაში არსებულ ანალოგიურ ბადეს, ქარგვის დაწყებამდე კანვა უნდა დაიჭირო ისე, რომ დამატებითი მონიშვნის სიმბოლო განთავსებული იყოს ზედა მარცხენა კუთხეში. ქარგეს წერილობით ინსტრუქციას თან ახლავს სოციალური არხების მისამართებიც, რომელთა საშუალებით გაქვთ შესაძლებლობა პატარ-პატარა ვიდეოინსტრუქციების დახმარებით კიდევ უფრო გაიმარტივოთ ქარგვის პროცესი და შექმნათ სუფთა ნამუშევრები.
რეკომენდებული ასაკი - 10 წლიდან.