wishlist24

ხეზე ქარგვა_პიანინო

ხეზე ქარგვა
27b

საქარგი ნაკრების შემადგენლობაში არსებული მასალებით შეძლებ შერჩეული დიზაინის ჭიქის დასადების დამზადებას.
შეგიძლია მოქარგული ნაკეთობა მეგობარს, მშობელს ან სხვა შენთვის ძვირფას ადამიანს გადასცე საჩურად შენი მათდამი სიყვარულის ნიშნად. ან დაიტოვო და შენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციო.
თუკი ნაკეთობას მორჩენილი საქარგი ძაფით საკიდს გაუკეთებ, მისი კედლის აქსესუარად გამოყენებასაც შეძლებ.
განსაკუთრებით კარგი და დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება პიანინოსა და ღვინის მოყვარული ადამიანებისთვის. როგორც ამბობენ "VinoPiano - Elegant Taste".

რეკომენდებული ასაკი: 6+

მოსაქარგი მასალა: არყის ხის ფანერა

ყუთის ზომა: 11სმ/13სმ/3.5სმ

ნაკრების კომპლექტაცია:

  • კვადრატული საქარგი ფიგურა (10სმ/10სმ)
  • საქარგი ნემსი
  • ძაფები
  • სქემა
  • ინსტრუქცია
  • კორპის წებოვანი ფურცელი
  • სტიკერები
  • კატალოგი



to-top