wishlist24

ხეზე ქარგვა_ვარდი და ტიტა

ხეზე ქარგვა
45b

საქარგი ნაკრების შემადგენლობაში არსებული მასალებით შეძლებ 2 სხვადასხვა დიზაინის ჭიქის დასადების დამზადებას. შეგიძლია მეგობართან, მშობელთან ან სხვა შენთვის ძვირფასდ ადამიანთან ერთად შეუდგე ქარგვას.
თუკი ორივეს მოქარგვას თავად გადაწყვეტ, შეგიძლია საჩუქრად გადასცე მათ შენი მათდამი სიყვარულის ნიშნად.
ან დაიტოვო და შენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციო.
თუკი ნაკეთობებს მორჩენილი საქარგი ძაფით საკიდს გაუკეთებ, მათი კედლის აქსესუარად გამოყენებასაც შეძლებ.
განსაკუთრებით კარგი და დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება ყვავილებისა და ესთეტიურობის მოყვარული ადამიანებისათვის.

რეკომენდებული ასაკი: 6+

მოსაქარგი მასალა: არყის ხის ფანერა

ყუთის ზომა: 11სმ/13სმ/3.5სმ

ნაკრების კომპლექტაცია:

  • კვადრატული საქარგი ფიგურა (10სმ/10სმ) - 2ცალი
  • საქარგი ნემსი - 2 ცალი
  • ძაფები - 2 დიზაინის
  • სქემა - 2 დიზაინის
  • ინსტრუქცია -  1 ცალი
  • კორპის წებოვანი ფურცელი - 2 ცალი
  • სტიკერები - 1 სეტი
  • კატალოგი - 1 ცალი



to-top