28.03.2024
ქარგეს დამფუძნებელი სტუმრად რადიო „ჩვენებურში“
ქარგეს დამფუძნებელი რადიო „ჩვენებურს“ ესტუმრა ბიზნეს-გადაცემაში „მომავალი თაობის ბიზნესი“. პირდაპირ ეთერში ნინომ ისაუბრა ბიზნეს იდეის გაჩენისა და განხორციელების, პირველი ნაბიჯების, შემდგომი განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მაყურებელსა თუ მსმენელს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ქარგვის დადებით მხარეებს, ქარგეს კომპლექტაციას, გაყიდვის არხებს და კიდევ უფრო ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ბრენდის შესახებ.
თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ბიზნეს-გადაცემის პირდაპირი ეთერი, შეგიძლიათ გვიყუროთ ბმულზე.
დიდი მადლობა რადიო „ჩვენებურის“ პროდიუსერსა და წამყვანს ამ შესაძლებლობისთვის
ქარგეთ