wishlist16

15.12.2022

ქარგესა და მისი შექმნის ისტორიის შესახებ

 

„ბავშვობიდან ვქარგავ და შეიძლება ითქვას, ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მომიქარგავს 70 500 უჯრიანი ნაქარგი, რომლის პარალელურად მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის მათზე ინდივიდუალურად მორგებულ მინიატურულ ნაქარგებს ვქარგავდი, ვჩუქნიდი და ისინიც მუდამ აღფრთოვანებულები იყვნენ. გაოცების შემდეგ, ნებისმიერი ასაკის ადრესატის ძირითადი კითხვა იყო, თუ როგორ მოვქარგე ეს „სილამაზე“ და თავადაც თუ შეძლებდა ასე მოქარგვას. ყველას ვეუბნებოდი, რომ ძალიან მარტივია ქარგვა - თუკი სურვილი გაქვს, სულ რამდენიმე პრინციპის გააზრება გჭირდება და დანარჩენი თავისით მოვა პრაქტიკაში. ბევრმა ასეთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა შემექმნა პროდუქტი, რომელიც დაეხმარებოდა ქარგვის მსურველებს პირველი ნაბიჯი გადაედგათ ამ მიმართულებით - მოექარგათ საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საჩუქრად და საბოლოო შედეგით ტკბობისთვის ჩარჩოზე სირბილი, შერჩევა, შეკვეთა აღარ დასჭირვებოდათ. სწორედ ამიტომ, ქარგეს საქარგ ნაკრებში დაგხვდებათ არა მხოლოდ უშუალოდ ქარგვისთვის საჭირო მასალები, არამედ ჩარჩოც, რომლის ფერი, სტილი და ზომები ინდივიდუალურად მორგებულია თითოეულ დიზაინზე.“ - ნინო ბართია, ქარგეს დამფუძნებელი.

ქარგეს 3 ძირითადი კორპორატიული ფერი აქვს: ვარდისფერი, ლურჯი და მწვანე. შესაბამისად, ქარგეს შეფუთვასაც სწორედ ამ 3 ფერში შეხვდებით. ყუთი გარედან კრაფტისფერია (ყავისფერი), რომელსაც დიზაინის შესაბამისი  ქაღალდის ლენტი აკრავს გარედან. სწორედ ამ ლენტის წინა მხარესაა დატანილი კონკრეტული მოსაქარგი ვიზუალის დიზაინი, გვერდების ფერით მიხვდებით ყუთის შიდა მხარე რა ფერის დაგხვდებათ, ხოლო უკანა მხარეს დაწვრილებითაა ჩამოწერილი თუ რა დევს ყუთში და ასევე მითითებულია რეკომენდებული ასაკი (10 წლიდან).

ბრენდის სახელი, რომელიც ამავდროულად დევიზი და მოწოდებაცაა აუცილებლად მოგჭრით თვალს ყუთის გახსნისთანავე - იგი კიდევ უფრო მეტ ჯადოსნურობას სძენს თითოეულ საქარგ ნაკრებს. ნაკრები კი მოიცავს ყველაფერს, რაც კონკრეტული დიზაინის ნაქარგის შესაქმნელადაა საჭირო: სქემას, ინსტრუქციას, ძაფებს, სპეციალური საქარგ ნემსს, კანვას (რაზეც იქარგება), ჩარჩოს, ჩარჩოს საკიდს, ქარგეს კატალოგი და სტიკერებიც კი. დიზაინები, მოსაქარგი უჯრების ჯამური რაოდენობა და ჩარჩოს ზომები თუ ფერები დიზაინების მიხედვით განსხვავდება, ამიტომ განსხვავდება მათი ფასებიც. თუმცა, ჯამურად ქარგე ამჟამად მაინც მინიატურულ ნაქარგებს აერთიანებს რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე, რომელთაგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ მომხმარებელმა მალევე შეძლოს მისი მოქარგვა და შედეგით ტკბობა.

ქარგეთ და დაამშვენეთ სივრცე საკუთარი ნაქარგით!

to-top