wishlist16

08.03.2024

ქარგეს პირველი კორპორატიული თანამშრომლობა

8 მარტი გოგონებისა თუ ქალბატონებისთვის განსაკუთრებული დღეა. კომპანიები მუდამ ცდილობენ ეს დღე თანამშრომლებისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადონ.

კომპანია Moore Abc-მ წელს საკუთარი თანამშრომლების გაბედნიერება ქარგესა და Amore-ს მოგვანდო 🪡❤️💐

თანამშრომლების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ კომპანიისა თუ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, ყველა ძალიან გაბედნიერდა და უახლოესი დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანი გადაეშვება ქარგვის თავგადასავალში. მალე კი ბევრ ახალ, დასრულებულ ნაქარგს უნდა ველოდოთ, რაც ძალიან გვახარებს 🥰🥰

დიდი მადლობა კომპანია Moore Abc-ს ნდობისთვის და ქართული ბიზნესის ამ კუთხით მხარდაჭერისთვის.

ჩვენ კი გვინდა გახაროთ, რომ კორპორატიული დაკვეთები დღეიდან გახსნილად გამოგვიცხადებია.

ერთად გავახაროთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი,

ვქარგოთ 🪡🩷

 

გილოცავთ 8 მარტს🌸✨

to-top