wishlist16

10.02.2024

ქარგეს გამოფენა-გაყიდვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

"ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის" ფარგლებში, 10 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელსაც ქარგე უდიდესი სიხარულით შეუერთდა 🥰🥰

გარდა გამოფენა გაყიდვისა, ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით გამოცდილი მეცნიერებისა თუ მეწარმეების გამოსვლებს. ამასთანავე გავიცანით ერთმანეთი, ერთმანეთის პროდუქცია და გავცვალეთ კონტაქტები.

მადლობა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის და დადებითი ემოციებისთვის ❤️

to-top