wishlist0

08.02.2024

ქარგე - კინგსი საქართველოს უცვლელი სპონსორი

ქარგე უკვე მეორე სეზონია მხარში უდგას კინსი საქართველოს და მაქსიმალურად ცდილობს გაახაროს პატარები საქარგი ნაკრებებით.

ამჯერად, ქარგემ დაჯილდოვების ცერემონიალზე კინგსის 27 გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეს გადასცა სხვადასხვა დიზაინის საქარგი ნაკრებები.

ქარგვა უდიდეს როლს ასრულებს მოტორული უნარების გაუმჯობესებაში და ასევე აქვს გონების  განმავითარებელი ფუნქციაც, რაც გამოიხატება ქარგვის "ჭკვიანური გზების" მოძებნაში. ამიტომ, ქარგვა გარდა განტვირთვის საშუალებისა, სხვადასხვა უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

წარმატებები ოლიმპიადის თითოეულ მონაწილეს და რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს 🫶

to-top