wishlist16

21.06.2023

ქარგე - კინგსი საქართველოს სპონსორი

ქარგე კინგს საქართველოს დაუმეგობრდა და სწორედ ამ მეგობრობის ინსპირაციით ახალი საქარგი დიზაინი - „ლომი“ შექმნა.

ქარგესთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ კინგსთან დამეგობრება არის გზა იმ ბავშვების წახალისებისა, რომელნიც ყოველდღიურად დიდ შრომას დებენ ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი თავის განვითარებაში.

კინგსის დაჯილდოების ცერემონიაზე, მე-2 დან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა საგანში გამარჯვებულ, I ადგილოსან მოსწავლეებს სწორედ სპეციალურად მათთვის შექმნილი ლომის საქარგი ნაკრებები გადაეცათ.

 

დაჯილდოებისთვის მზადებამ ძალიან პოზიტიური ტალღა შემოიტანა ქარგეს სახელოსნოში, თუმცა ბავშვების სიხარულით აღსავსე თვალების ცქერის ბედნიერებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

მნიშვნელოვანია, რომ თავად ქარგვა უდიდეს როლს ასრულებს მოტორული უნარების გაუმჯობესებაში და ასევე აქვს გონების  განმავითარებელი ფუნქციაც, რაც გამოიხატება ქარგვის "ჭკვიანური გზების" მოძებნაში. ამიტომ, ბავშვებს ქარგვა არა მხოლოდ განტვირთვის საშუალებას მისცემს, არამედ სხვადასხვა უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენაც უბიძგებს.

თოთოეულ გამარჯვებულს, კიდევ ერთხელ, გულწრფელი მოლოცვა ქარგესგან 🫶

to-top