22.10.2023
Expo 2023 - ქარგეს პირველი გამოფენა
21-22 ოქტომბერს მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ქარგეს პირველი გამოფენა შედგა.
გამოფენის მიმდინარეობისას ქარგეს ნაკრებებს უამრავი ბავშვი თუ მშობელი გაეცნო და მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც ძალიან გვახარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არათუ ქართულენოვანი, არამედ უცხოელი ბავშვები დაინტერესდნენ ქარგეს პროდუქციით - გამომდინარე იქიდან, რომ ინსტრუქცია მოიცავს როგორც წერილობით, ასევე ვიზუალურ ჩანართებს, ენის ბარიერი არ ყოფილა მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ნაკრებების შეძენისას.
უდიდესი მადლობა ორგანიზატორებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ დღის გაჯადოსნურებაში 🪄🪄🪄